ირაკლი კობახიძე - მტერს აქვს ბევრი გაგება და საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ გვქონდეს სრულფასოვანი მტრობა, რაშიც იგულისხმება საომარ კონფლიქტში შესვლა

არ არის ეგ მარტივი კითხვა, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, არის თუ არა რუსეთი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი.

კობახიძე აცხადებს, რომ "მტერს აქვს სხვადასხვა გაგება".

"ჩვენი პოზიცია ყველაფერთან დაკავშირებით არის ნათელი. ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა პლატფორმაზე, ყველანაირი ფორმით იქნა გამოხატული - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ამასთან ერთად, მეორე ნაწილში გვაქვს ერთი რადიკალური განსხვავება რადიკალურ ოპოზიციასთან, კასიანოვთან და სხვებთან - მეორე ნაწილში, სადაც ისინი საუბრობენ, რომ ეს ომი ბოლომდე უნდა გახდეს საქართველოს ომიც, ვერ ვთანხმდებით, ჩვენ და ხოშტარია, ჩვენ და კასიანოვი.

არ არის ეგ მარტივი კითხვა. ანალიზია მთავარი. როცა რაღაცას ამბობ, უნდა დააკონკრეტო, რას გულისხმობ ამაში. მაგალითად, რომ დავუშვათ, რომ ყველაფერი არის ასე თითო ტერმინით გასაზომი, მაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ საქართველოში - "რატომ არ ხსნი კაცო, მტერი თუ არის, იმას ეომები. ხომ ხვდებით, რას ვამბობ? - მტერს აქვს სხვადასხვა გაგება და თქვენ მეკითხებით ცალსახად რაღაცას. მეტრის ერთი გაგება არის, რომ ვიღაცას ეომები". მეორე გაგებაა, რომ ორგანული დაპირისპირება გაქვს. მესამე გაგება არის რაღაც კიდევ და ა.შ. მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით, მტერი არის თუ - არ არის, მოყვარეა, მეგობარია თუ ბიძაშვილია. არ არის მარტივი კითხვა, რადგან არის რაღაც მარტივი კლიშეები, შაბლონები, ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე, ამიტომ არ არის მარტივი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვუპასუხოთ რაღაცებს არა მარტივი პასუხებით და ტერმინებით, არამედ ანალიზით. იმიტომ, რომ მარტივია ისეთი კითხვების დასმა, რაც შენ არასწორი პასუხის შემთხვევაში მიგიყვანს მეორე ფრონტამდე", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვაზე, "რატომ ვერ ამბობს, საქართველოს მტერია თუ არა რუსეთი", ირაკლი კობახიძე პასუხობს -" რატომ არ ვისვრით ახლა?".

"რატომ არ ვისვრით ახლა? - მარტივი კითხვა ეს იმიტომ არ არის, რომ მტერს აქვს ბევრი გაგება და არიან საქართველოში პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ ჩვენ, საქართველოში, გვქონდეს სრულფასოვანი მტრობა, რაშიც იგულისხმება საომარ კონფლიქტში შესვლა", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, "თუ მტერს არა, რას უწოდებს რუსეთს", კობახიძე პასუხობს: "მე არ მითქვამს, რომ რაღაცას ვუწოდებ და არც ის, რომ რაღაცას არ ვუწოდებ, ერთი სიტყვით რაღაცებზე პასუხის გაცემა არასწორია, მით უმეტეს, როცა ასეთი რიტორიკის უკან დგას კონკრეტული ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა