გია ვოლსკი - ადამიანის მდგომარეობას რასაკვირველია უფალი განაგებს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, რომ სააკაშვილი შესაბამისი სამედიცინო დაცვით უზრუნველყოს

ფაქტია, რომ რევოლუცია არ შედგა, რევოლუციის ლიდერი სააკაშვილი ვერ გახდა, ფაქტია, რომ საავადმყოფოში იმყოფება, მაგრამ არ არის ფაქტი, რომ საქართველოს ჯანდაცვას არ გააჩნია რესურსი მისი მკურნალობისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, "შესაძლოა, ფაქტია ისიც, რომ გარემო პირობები მისი ფსიქიკური მდგომარეობისთვის მართლაც შეუსაბამოა".

ის ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური განცხადებები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ერთგვარი დირექტივაა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლომ.

„ვცხოვრობდით ეგეთ რეალობაში, როცა სასამართლო იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რასაც სააკაშვილი ან მისი დავალებით ნებისმიერი სხვა კარნახობდა. მოსამართლეს არანაირი ვალდებულება არ აქვს და ყველანაირი მექანიზმი გააჩნია, რომ დამოუკიდებელი და პრინციპული იყოს. კიდევ გააჩნია მორალური ვალდებულება ისტორიის წინაშე, რომლის გარკვეულ პერიოდში უნდა იცოცხლოს, გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ასე რომ, მოსამართლე მხოლოდ კანონით იხელმძღვანელებს და მეტი სხვა არაფერი არ გააჩნია არავის წინაშე, არც პრემიერის და არც პოლიტიკური ხელმძღვანელობის.

ადამიანის მდგომარეობას რასაკვირველია უფალი განაგებს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, რომ სააკაშვილი უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დაცვით. ადამიანი ერთი წლის განმავლობაში მუდმივად თვითდაზიანებას იყენებს და ყველა ადვილად შეამჩნევდით, რომ პოლიტიკური ლიდერები, თავის მოკავშირეები მუდმივად მოუწოდებდნენ შიმშილობისკენ და უფრო მეტიც, შიმშილობის შეწყვეტა დაუსახელეს როგორც ღალატი იმ იდეისა, რომელიც მათ გააჩნდათ, ეს იყო რევოლუციის იდეა, არაერთხელ მოუწოდეს ჩამოსულიყო და ჩასდგომოდა რევოლუციას სათავეში, ახლაც არაერთხელ მოუწოდებენ, რომ თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს. სააკაშვილის ფაქტორი მათი სტრატეგიული გეგმის განვითარების შემადგენელი მთავარი ნაწილია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი