ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, როგორც ხელისუფლებამ და არა როგორც გაჯიუტებულმა ბავშვმა - სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის გარეშე

ღმერთმა არ ქნას, რომ ლეტალური შედეგი დადგეს და მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს, ეს იქნება ძალიან ცუდი არა მარტო ადამიანურად, ასევე არა მარტო სააკაშვილის და მისი მომხრეების ან ნეიტრალური ადამიანებისთვის - ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს იქნება კატასტროფული შედეგის მატარებელი ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი განმარტებით, არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ახლა საქმე ეხება სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლეს, რადგანაც ამაზე საუბრობს, როგორც მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, ისე არაერთი ქართველი და უცხოელი ექსპერტი.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, საგანგაშოა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის წონა 73 კილოგრამია.

„ეს საგანგაშო ინფორმაციაა. როდესაც ლაპარაკია ზრდასრულ ადამიანზე, მითუმეტეს მამაკაცზე და სააკაშვილის კომპლექციის ადამიანზე, რომელიც ლამის 2 მეტრია სიმაღლით, 73 კგ რომ საგანგაშოა და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო, ეს ვფიქრობ, რომ უკვე ეჭვს აღარ იწვევს. ამასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ვფიქრობ, ეს შეიძლება მოსამართლემაც კი არ იცის ჯერ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ამიტომ, ამის პროგნოზირებას, ამ ეტაპზე, ვერავინ გააკეთებს. სამწუხარო რეალობაა ეს, რაც საქართველოშია. ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს. არ მგონია, ამ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს მეტი პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილთან მიმართებაში წარსულში, ვიდრე მე შეიძლება მქონოდა. მას რა დანაშაული აქვს ჩადენილი და რა სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა და სამართლიანმა სასამართლომ, რომელიც ჩვენ საქართველოში არ გვაქვს. ეს არის ზოგადი შეფასება, მათ შორის იგივე სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც გაკეთებული“, - აცხადებს ბურჯანაძე.

რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას, მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ძალამ.

„უნდა იმოქმედოს, როგორც მართლა ხელისუფლებამ და არა, როგორც გაბრაზებულმა და გაჯიუტებულმა ბავშვმა, რადგან ნებისმიერი პატიმრის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ძალიან მტკივნეულია ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ლაპარაკი იმაზე, რომ ის ჩვეულებრივი პატიმარია ეს არის დემაგოგია და სხვა არაფერი. ყოფილი პრეზიდენტი ვერასდროს იქნება ვერცერთ ქვეყანაში, ვერცერთი წყობის დროს ჩვეულებრივი პატიმარი. ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი“ , - აცხადებს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მაშინ ჩასვა, როდესაც სააკაშვილმა რეალური საფრთხე შეუქმნა ხელისუფლებას.

„ღმერთმა არ ქნას, რომ ლეტალური შედეგი დადგეს და სააკაშვილი გარდაიცვალოს, მაგრამ ეს იქნება ძალიან ცუდი არამარტო ადამიანურად, არამარტო სააკაშვილის და მისი მომხრეების ან ნეიტრალური ადამიანებისთვის. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს იქნება კატასტროფული შედეგის მატარებელი ხელისუფლებისთვის. შეიძლება მეორე დღეს არავინ ჩამოაგდოს ხელისუფლება, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის?! შედეგები ძალიან მძიმე იქნება იმიტომ, რომ ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ადამიანი უცებ ცუდად გახდა ან რაღაც მოხდა და ვერ უშველეს, თვეებია ლაპარაკია იმაზე, რომ შეიძლება შეუქცევადი პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, დამთავრდეს პატიმრის, პაციენტის გარდაცვალებით. ამას ვერცერთი ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს და რა თქმა უნდა, ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდი იქნება“, - აცხადებს ბუჯარანაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო