ფინანსთა მინისტრის მოადგილე - უცხოელი შემსრულებლების მსგავსი დონის ჯგუფები, ვისთანაც ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს, საქართველოში არ ყოფილა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ საქართველოში უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანის მიზნით 2023 წლის ბიუჯეტიდან 70 მილიონის გამოყოფა.

როგორც კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, დეპუტატ ნატო ჩხეიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ტურიზმს სტიმულაცია სჭირდება, რათა ეკონომიკის განვითარება პანდემიამდე არსებულ დინამიკას დაუბრუნდეს.

მინისტრის მოადგილის თქმით, „მსგავსი დონის ჯგუფები, ვისთანაც ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს, საქართველოში არ ყოფილა“.

„2019 წლის ჩათვლით, გვქონდა მოცემულობა, როდესაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოდიოდა ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში. დღეს, 3 წლის შემდეგ, გვიხარია, რომ დავუბრუნდით იმ მაჩვენებელს, რაც 2019 წელს გვქონდა, მაგრამ წარმოვიდგინოთ, პანდემიის და შემდეგ განვითარებული მოვლენები რომ არ ყოფილიყო და ყოველწლიურად 9-10%-ით გაზრდილიყო ტურიზმის მაჩვენებელი, 130%-ზე უნდა ვიყოთ. მინიმუმ 30%-იანი დანაკლისი გვაქვს ტურიზმის სექტორში. საბოლოოდ ეს [ტურიზმის სექტორში დახარჯული] ფული არის ყველაზე ინკლუზიური ფული, რადგან ბევრ ადამიანზე ნაწილდება. ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია, რომ დინამიკას დავეწიოთ, რაც პანდემიის გარეშე გვექნებოდა. ამისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 50%-იანი ზრდა გვჭირდება, რომ დინამიკას დავეწიოთ. მათ შორის, შესაძლოა, მოგვიწიოს სუბსიდირება ფრენების მიმართულებით, რათა ბევრი ქვეყნიდან პირდაპირი ფრენა იყოს. ასეთი მიმართულებები თუ არ გავაკეთეთ, მარტო კარგი ბუნება რომაა, ტურისტების მხოლოდ რაოდენობა ჩამოდის, რაც ჩამოდის. იმის იქით ვეღარ გავდივართ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო