ქუთაისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს რეაბილიტაცია უტარდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ქუთაისის რაიონული სამსახურის შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის რაიონულ სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებით დაპროექტებული ცენტრი ექნება, სადაც პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა იქნება შექმნილი.

მათივე ცნობით, ქუთაისის რაიონული სამსახურის შენობის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია