მედია - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიანიშნა, რომ მომავალ წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შაბათს ქალაქ სამსუნში სიტყვით გამოსვლისას მიანიშნა, რომ ის მომავალ წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს.

მისი თქმით, დროა ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს.

“იმედია, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც მივიღებთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ბოლოჯერ ჩვენი სახელით… ჩვენ გადავცემთ ამ წმინდა დროშას ჩვენს ახალგაზრდებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

მედიის ცნობით, ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” თურქეთის სათავეში დარჩენას ცდილობს, რომელსაც 2003 წლიდან მართავს.

ქვეყანაში არჩევნები 2023 წელს გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია