სტუ-ში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს კომუნიკაციების სპეციალისტმა ABET აკრედიტაციის მაძიებელი პროგრამების სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს კომუნიკაციების სპეციალისტმა ბრიანა ქვინტერომ, ABET აკრედიტაციის მაძიებელი პროგრამების: ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოსამედიცინო და სამოქალაქო ინჟინერია - სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს კომუნიკაციების სპეციალისტმა ბრიანა ქვინტერომ ისაუბრა შესაძლებლობებზე, რომელიც თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა მოიტანა სამყაროსთვის. ყურადღება გაამახვილა იმ უნარების გამომუშავებასა და წარმოჩენაზე, რაც სამუშაოს ძიების პროცესში სტუდენტს ესაჭიროება მზარდი კონკურენციის მქონე დასაქმების ბაზარზე. ასევე, განიხილა დასაქმების საიტების სპეციფიკა და მათზე ინფორმაციების სწორად განთავსების საკითხები.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსმა ნატო ქათამაძე აცხადებს, სტუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი- საქართველოს, შორის წლებია არსებობს მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა ერთობლივი ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით 5 პროგრამაზე. სწორედ ამიტომ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის სპეციალისტის ბრიანა ქვინტეროს ლექცია მნიშვნელოვანი იყო ABET აკრედიტაციის მაძიებელი სტუდენტებისთვის სან დიეგოს უნივერსიტეტში არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით. რამეთუ შრომის ბაზარზე დღეს არსებული მზარდი კონკურენციის პირობებში სტუდენტებმა სწრაფად და მარტივად შეძლონ საერთაშორისოდ აღიარებულ დასაქმების საიტებზე ადაპტირება და მათთვის სასურველი ვაკანსიების აღმოჩენა და შემდგომ იმ უნარჩვევების გამოყენება რაც აუცილებელია დამსაქმებლებთან კომუნიკაციის დროს“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ლექცია ინგლისურენოვანი იყო და სტუდენტთა ფართო ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის