პრემიერი - გაეშვება პროექტი 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად, წლის ბოლოს 1500 მგვტ ჰესზე გამოვაცხადებთ ტენდერს

გაეშვება პროექტი 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად, რომელშიც, ალბათ, მილიარდზე მეტი დაიხარჯება. წლის ბოლოს 1500 მგვტ ჰესზე გამოვაცხადებთ ტენდერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯამში ეს იქნება 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.

„ბოლო პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, ბოლო 5 წელია ჰესების პროექტი იყო გაჩერებული. ამის თაობაზე გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შედეგს. გაეშვება 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად პროექტი, რომელშიც, ალბათ, დაახლოებით მილიარდზე მეტი დაიხარჯება. ამას გარდა, წლის ბოლოს 1500 მგვტ-ზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია.

მომავალ წელს ასევე გამოვიტანთ დამატებთ სხვა მეგავატებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ქარის და მზის სადგურებზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრის შექმნაზე და დამატებით თბოსადგურის მშენებლობას ვგეგმავთ. გვინდა, რომ ეს ტენდერებიც გამოვაცხადოთ. ჯამში, ეს დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის