ჯოზეფ ბორელი - უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა და დღეს აღმოსავლეთის სამეზობლო სრულიად განსხვავებულია.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა. დღეს ჩვენ ვუყურებთ სრულიად განსხვავებულ აღმოსავლეთის სამეზობლოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიურ მინისტერიალზე გთავაზობთ გავაგრძელოთ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა. გაფართოების პროცესის პარალელურად, როგორც რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, - აღნიშნა მან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია