დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებული არ არის

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ანაკლიის პორტით არის დაინტერესებული, ტყუილია.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო დანარჩენზე გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და შეირჩევა პარტნიორი კომპანიები.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს