სამასალე მერქნული რესურსის განკარგვის ახალი მოდელი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილეებმა ნინო თანდილაშვილმა და კახა კაკაბაძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა დოკუმენტი „საქართველოში ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ხარჯეფექტიანი, გრძელვადიანი ბიზნესმოდელი“ განიხილეს.

„სამასალე მერქნული რესურსის განკარგვის ახალი მოდელი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის ხელშეწყობას სამასალე მერქნული რესურსის დამზადების სამუშაოების განხორციელების პროცესში და, მეორე მხრივ, სატყეო სააგენტოს შემოსავლების გაზრდას. განვიხილეთ ახალი მოდელის უპირატესობები არსებულ სისტემასთან მიმართებაში და სამომავლო გეგმები, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს სატყეო სააგენტოს მხრიდან ახალი მოდელის დანერგვა პრაქტიკაში“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დოკუმენტი „საქართველოში ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ხარჯეფექტიანი, გრძელვადიანი ბიზნეს მოდელი’’ მომზადდა პროექტის ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს რესურსებისა და ტყის კონსერვაციის დაფინანსების გაუმჯობესების მიზნით მერქნული რესურსის ხარჯეფექტიანი და მდგრადი მართვის სისტემის შემუშავება’’ ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) მხარდაჭერით.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის