შალვა პაპუაშვილი - პირდაპირი დაცინვაა, როცა სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, ტანჯვა-წამებას გამოვლილი ოჯახები უყურებენ, რამდენად ფართოა კამპანია, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან

პირდაპირი დაცინვაა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, ამ ტანჯვას და წამებას გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, თუ რამდენად ფართოა კამპანია, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა სოზარ სუბარის განცხადებას, რომლითაც დეპუტატმა მიუსამძიმრა ახლად გარდაცვლილი ნორა კვიციანის ოჯახს.

პაპუაშვილის შეფასებით, ხელისუფლება „ყველანაირად გვერდში უდგას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს“.

„დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ არის მთელი კამპანია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან იმ სასჯელიდან, რომელიც მას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლები და მათი ოჯახები.

ეს არის პირდაპირი დაცინვა მათი ოჯახების, როდესაც ამ ტანჯვას და წამებას გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, თუ რამდენად ფართო არის კამპანია, რომელიც პირდაპირ ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს