პარლამენტი იმ პროექტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც, თუკი საკრებულო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს, მერს უფლებამოსილება აღარ შეუწყდება

პარლამენტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც, თუკი საკრებულო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს, მერს უფლებამოსილება აღარ შეუწყდება.

პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო მერის მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტს არ გაიზიარებს და მხარს არ დაუჭერს, უფლებამოსილება მხოლოდ საკრებულოს შეუწყდება.

საკითხს დღეს პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების კომიტეტი განიხილავს და სავარაუდოდ, დღესვე, პირველი მოსმენით, სესიაზე გავა. პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით მმართველი გუნდი ოპოზიციურ საკრებულოებს კონტროლის მნიშვნელოვან ბერკეტს ართმევს, ამ გზით ოპოზიციურ საკრებულოებს მმართველი გუნდის დავალებების შესრულება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - დაიშლება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი