ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიღაცას ილუზიები აქვს, რომ ჯარში ძალით წაყვანილი ადამიანი თავდაცვისუნარიანობას ზრდის - როცა ადამიანს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ სადღაც წაიყვანონ, ამას მონობა ჰქვია

ვიღაცას ილუზიები აქვს, რომ ჯარში ძალით წაყვანილი ადამიანი თავდაცვისუნარიანობას ზრდის - როცა ადამიანს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ სადღაც წაიყვანონ, ამას მონობა ჰქვია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკეთა.

ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, ყველა თანხმდება, რომ ქვეყანას ძლიერი ჯარი სჭირდება და ჯარისკაცები, რომლებმაც ქვეყნის დაცვა პროფესიად აირჩიეს, უნდა დავაფასოთ.

„ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებითაც ვამაყობთ და რომელთა იმედად ვიქნებით, თუ ამ ქვეყანას რაიმე დაემართება. ამათ გვერდით კი ვაპირებთ, ძალით წავიყვანოთ ახალგაზრდები და ამათაც ვეძახით ჯარს? ვიღაცას ილუზიები აქვს, რომ ძალით წაყვანილი ადამიანი თავდაცვისუნარიანობას ზრდის.

მთავრობის პოზიცია ამგვარია: - მოდით, ხალხი წავიყვანოთ ჯარში და იქ უფასოდ ვამუშაოთ. იქნებ სხვაგვარად დავაფასოთ ჯარისკაცის პროფესია და ადამიანებს ისეთი ხელფასი გადავუხადოთ, რომ მათ არ ჰქონდეთ არა მარტო მატერიალური პრობლემა, არამედ ბევრ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, წავიდეს ჯარში. ვინ უფრო პატივისცემით უდგება ჯარს, ის, ვისაც სურს უფასოდ ამუშაოს ადამიანები, თუ ის, ვინც აფასებს ჯარისკაცის აქტივობას, მის პროფესიას და ამაში სათანადო ანაზღაურებას უხდის? ვერასდროს დავიჯერებ, რომ თუ ვინმეს უფასო მუშახელი სჭირდება, ის ამ ადამიანებს პატივს სცემს. ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება უნივერსიტეტები, რომლებიც უაზრო პროგრამებს ხსნიან, რომ ადამიანები ჯარში არ წავიდნენ; ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება ადამიანები, რომლებიც ძალით ჯარში წავიყვანეთ და ახლა არ მუშაობენ“, -განაცხადა რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება