ანა ნაცვლიშვილი - ამ ეტაპზე სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება არ არის, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ გვექნება შეხვედრა

ამ ეტაპზე სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება არ არის, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ გვექნება შეხვედრა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი გაგრძელდება, რათა კონსენსუსი მოიძებნოს.

„საერთო განწყობაა, რომ მოხდეს შეთანხმება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად სახალხო დამცველის კონსენსუსური კანდიდატი და სწორი და ნორმალური პროცესი არის ერთ- ერთი, რის საფუძველზეც იქნება გადაწყვეტილება მიღებული -მივიღებთ თუ არა სტატუსს. განწყობილი ვართ შეთანხმებისთვის და სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ მონაწილეობას კონსულტაციებში. ამ შეხვედრის შედეგად ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება არ არის, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ გვექნება შეხვედრა და გავაგრძელებთ პროცესს იმისთვის, რომ მოიძებნოს კონსენსუსური ნაბიჯი ამ პროცესში,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ქართული ოცნება" სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციას შეხვდა. შეხვედრა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კაბინეტში გაიმართა. მმართველი გუნდიდან მას მამუკა მდინარაძის გარდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. რაც შეეხება ოპოზიციას, კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმოდგენილი "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, რომელმაც პროცესს უნდობლობა გამოუცხადა და ფარსად შეაფასა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ეს რიგით მეორე შეხვედრაა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი