ბექა დავითულიანი - რაც ვიქტორ ჯაფარიძეს თავის დროზე დამართეს, იგივე ანა წითლიძისთვის რომ გაეკეთებინათ, შეიძლება უარესი და ბევრად მეტი ეთქვა

რაც ვიქტორ ჯაფარიძეს თავის დროზე დამართეს, იგივე ანა წითლიძისთვის რომ გაეკეთებინათ, შეიძლება უარესი და ბევრად მეტი ეთქვა! - ამ სიტყვებით გამოექომაგა “ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი კოლეგა ვიქტორ ჯაფარიძეს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ჯაფარიძეს “ძალიან ცუდი ამბავი დამართეს და მან შეიძლება ცუდად, მაგრამ ემოციურად გასცა პასუხი“.

“ანა წითლიძემ ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა და არ შემიძლია კომენტარი არ დავაწიო. რაც ვიქტორ ჯაფარიძეს თავის დროზე დამართეს, რაც მისმა ბელადმა დამართა, იგივე რომ მისთვის გაეკეთებინათ დღეს შეიძლება უარესი და ბევრად უფრო მეტი ეთქვა. ამიტომ ცოტა უხერხულია და მეტი თანაზიარება შეიძლება. ვიქტორ ჯაფარიძეს ძალიან ცუდად მოექცნენ... შეიძლება ნერვებმოშლილმა პასუხი გასცე, როცა ჩააცივდნენ.

მადლობა ღმერთს, რეალობაში არ ხდება და არ მოხდება ის, რაც ვიქტორმა თქვა. პატიმრის ჯანმრთელობა პენიტენციურ სისტემას აბარია და მიხედვას. ამის იმედი მაქვს!“, - განაცხადა დავითულიანმა კომიტეტის სხდომაზე.

ანა წითლიძეს ირაკლი ზარქუაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, მიუღებელია ის, რაც მან ვიქტორ ჯაფარიძეს აკადრა.

“კოლეგისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება. ის რაც იმ რეჟიმის დროს გამოიარეს... ადამიანმა ემოციურ ნიადაგზე შეცდომა დაუშვა...“, - დასძინა ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა “ხალხის ძალის” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციონერ კოლეგა პაატა მანჯგალაძესთან საუბრისას განაცხადა: - “მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში“.

ამ განაცხადების გამო ანა წითლიძემ ვიქტორ ჯაფარიძეს “ნაძირალა“ და “არაკაცი“ უწოდა.

“ის ცხრა წელი სააკაშვილის და როლანდ ახალაიას მონა იყო - როგორი მონაც იყო, ასეთ მონად დარჩება!“ - განაცხადა ანა წითლიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა