ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები დაჩქარდეს, რადგან ყველა დღე მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები დაჩქარდეს, რადგან ყველა დღე მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა თეთრი ხალათი მოირგეს ისეთ განცხადებებს აკეთებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ კილომეტრში უჭირთ ადამიანის მოყვანა და ვიზუალურად გამოჩენა. შესაბამისად, საზოგადოება კარგად ხვდება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კარგად რომ იყოს, მას არ დამალავდნენ, აჩვენებდნენ საზოგადოებას, როგორ მდგომარეობაშია და თუ აჩვენებენ ვიზუალურადაც აღქმადი იქნება ის, რაზეც პროფესიონალები საუბრობენ, მათ შორის ექსპერტები, ექიმები და არა პოლიტიკოსები, რომლებმაც თეთრი ხალათი მოირგეს, თითქოს ყოველდღე ფორმა 100-ში იყურებიან ისეთ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია სამართლებრივად, ჰუმანიტარული მიზნით განიხილონ საკითხი, რომელიც ასე უნდა იყოს დაყენებული და არა პოლიტიკურ ჭრილში, კობახიძემ მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან იუსტიციის მინისტრის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძის პოზიციის გამო წუხს.

„ვწუხვარ ასეთი ბოღმიანი განცხადებების გამო, რომელიც ორღობის ჭორაობას ჰგავს და თან ამას აკეთებს იუსტიციის მინისტრი. როცა მინისტრი იმუქრება, რაღაცას გავასაჯაროებ, ამას და იმას ვიზამ, ადამიანზე, პუტინთან მებრძოლ პრეზიდენტზე ნიშნის მოგებით საუბრობს, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს ან პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზუალურად ჩვენება არის საშიში იმიტომ, რომ მძიმე მდგომარეობაშია, აჩვენონ მაშინ საზოგადოებას. ასეთი ბინძური განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება ვიქტორ ჯაფარიძისნაირი ადამიანები რომ გამოკვებონ, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს",-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მან ევროპარლამენტარების განცხადებაც შეაფასა და განაცხადა, რომ საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯი ზიანდება.

"პირდაპირ ეთერში რომ გვაყურებინებენ პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას, ესეთ ხალხს და ქვეყანას ევროკავშირში, ცივილიზებულ სამყაროში არ ელოდებიან. ამისთვის არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მიზნით პრეზიდენტ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა