მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო.

სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“,- განმარტა მოსამართლემ.

ინფორმაციისთვის, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომის გადადების შუამდგომლობა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დააყენა. სამსახური მოითხოვდა, პროცესი 1 თვით გადადებულიყო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განმარტებით, სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ თქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა