შალვა ხაჭაპურიძე - ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, პატიმარი ვერ ჩართეს ორი კილომეტრიდან - ახლა ცდილობენ, სააკაშვილი მოკლან და კვალი დამალონ

სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი, - ეს განცხადება მესამე პრეზიდენტია ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ პროცესი გაიმართა.

ადვოკატის თქმით, ახლა მცდელობაა იმისა, რომ „სააკაშვილი მოკლან და მერე კვალი დამალონ”.

„ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო?! თურმე პატიმარი ვერ ჩართეს, აგერ, ორი კილომეტრიდან. წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ. რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე? - შიში და რაღაც გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ახლა ცდილობენ იმას, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, ამას სხვა არაფერი ჰქვია”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სასჯელის გადავადების შესახებ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე კი, მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი, კლინიკა „ვივამედმა“ თქვა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა