კობა ნაყოფია - თუ ხელისუფლებას უნდა, რომ სააკაშვილი პროცესზე ჩაერთოს, მე მგონი, მაგის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ - დღეს გავიხუმრე, თუ საჭიროა ლეპტოპს ვათხოვებ-მეთქი

თუ ხელისუფლებას უნდა, რომ სააკაშვილი პროცესზე ჩაერთოს, მე მგონი, მაგის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. ის კი არა, დღეს გავიხუმრე, თუ საჭიროა ლეპტოპს ვათხოვებ-მეთქი, რომ შემდეგში ასეთი პრობლემა არ ჰქონდეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რითაც შეაფასა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის განცხადება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისსავე სასამართლო პროცესზე ჩართვა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების არ არსებობის გამო ვერ მოხდა.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის აღნიშნული პასუხი სასაცილოა და ეს არ არის რეალური მიზეზი, რის გამოც სააკაშვილის პროცესზე ონლაინ ჩართვა ვერ მოხდა.

"მიზეზი არის ის, რომ მათ არ უნდათ საზოგადოებას აჩვენონ მისი მდგომარეობა. მე გუშინ წინ მასთან გახლდით და მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. გულწრფელად გეუბნებით, ემოციაც ვერ დავმალე იმ დღეს რომ გამოვედი. ის ნამდვილად საჭიროებს ახლა გადაყვანას, სასწრაფო ჩარევას. ეს ადამიანი შეიძლება დავკარგოთ და მერე უკვე ასე არ იქნება საუბარი," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა