შეიძლება კუბილიუსი, რასა, ფონ კრამონი, ან კიდევ სხვა იყოს ევროპის სახე? ესენი ხომ არ არიან ევროპის სახეები?! - ერთ მხარეს არის 3 მილიარდი დოლარის დამხარჯველი ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უნდა დაისაჯოს და აქეთ არის კაცი, რომელმაც 3 მილიარდი და მეტი მოიპარა, ასეულობით ადამიანი ყოველწლიურად მოკლა და ეს უნდა გათავისუფლდეს? ეს ხომ სირცხვილია?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული ევროპარლამენტარების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დასჯა და ორი კრიმინალის გათავისუფლება მიუღებელია“.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დასჯას და ორი კრიმინალის გათავისუფლებას, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. როგორ შეიძლება ეს ვინმესთვის მისაღები იყოს.
ერთ მხარეს არის ქველმოქმედი ადამიანი, მეორე მხარეს არის კაცი, რომელმაც 3 მილიარდ ლარზე მეტი მოიპარა ბიუჯეტიდან თავის რეჟიმთან ერთად და მის გათავისუფლებაზე გვესაუბრებით ნახევარი საათი. აქეთ მხარეს არის კაცი, რომელმაც თავის ქვეყანაზე 3 მილიარდი ლარი დახარჯა. 3 მილიარდი ვინც დახარჯა მოსახლეობასა და ქვეყანაზე ის უნდა დაისაჯოს? ტაძრებს რომ რესტავრაციას უკეთებდა, მოგებას იღებდა? თსუ რომ გაარემონტა რა მოგება უნდა მიეღო? რაც შეეხება კეზერაშვილს, კეზერაშვილი გახდა მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი, თანამდებობის დატოვებიდან 1 თვეში.
ეს გამოგვიცხადეს მედია მფლობელად და პოლიტიკურ დევნილად ამ ევროპარლამენტარებმა. ეს ხომ სირცხვილია? ეს არ შეიძლება იყოს ევროპის სახე. შეიძლება კუბილიუსი, რასა, ფონ კრამონი, ან კიდევ სხვა იყოს ევროპის სახე? ესენი ხომ არ არიან ევროპის სახეები. ეს ხომ უღირსი განცხადებებია. ერთ მხარეს არის სამი მილიარდი დოლარის დამხარჯველი ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უნდა დაისაჯოს, აქეთ არის კაცი, რომელმაც 3 მილიარდი და მეტი მოიპარა, ასეულობით ადამიანი ყოველწლიურად მოკლა და ეს უნდა გათავისუფლდეს? ეს ხომ სირცხვილია? უბედურებაა, ამას რომ ისმენს ევროპიდან ქართველი მაყურებელი. როგორ შეიძლება ამაზე შესაბამისი რეაქცია არ გქონდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.