კობა გვენეტაძე - სებ-ის ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა  საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ინფლაციის მიზნობრივი 3 პროცენტიანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია და საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

კობა გვენეტაძის თქმით, იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც ინტეგრირებული არ არის რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე ეკონომიკასთან, დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის არსებობა მნიშვნელოვანია. ამავდროულად, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებია კაპიტალის თავისუფალი მობილობა. ეს ორი პირობა კი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. გაცვლითი კურსი შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც, საგარეო შოკის შემთხვევაში, გაცვლითი კურსის ცვლილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს და ამ გზით ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე აღნიშნული შოკის გავლენას ასუსტებს”, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

სხდომაზე კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) თაობაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ბოლო პრეს-რელიზის თანახმად, სსფ მიესალმება ხელისუფლების მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და რეზერვების გონივრული მართვის მიმართ.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის მოქნილობა სათანადოდ შეინარჩუნა და საერთაშორისო რეზერვები დააგროვა, ისარგებლა რა მიმდინარე წელს საგარეო შემოდინებების მატებით შექმნილი ხელსაყრელი პირობებით და სავალუტო ინტერვენციები ცენტრალური ბანკების სტანდარტული ინტერვენციების ინსტრუმენტებით გააგრძელა. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება“, - აღნიშნულია სსფ-ს პრესრელიზში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის