ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი ადვოკატებს - 12 ჭრილობა რომ მიაყენა აკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას, ეს არ არის ზღაპარი, ეს არის რეალობა - რატომ არის განაჩენი უკანონო?

რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, ამ ყველაფერს დაემატა მეორე კითხვა - რატომ არის განაჩენი უკანონო? - ვინმემ მითხარით

12 ჭრილობა რომ მიაყენა აკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას, ეს არ არის ზღაპარი, ეს არის რეალობა, რა რეალობაშიც ცხოვრობს ოჯახი და რა რეალობაშიც ვცხოვრობთ ჩვენ, - ამის შესახებ პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკო კვარაცხელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე თავდაპირველად შესავალი სიტყვით დაცვის მხარემ ისარგებლა. ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გიორგი კავილაძის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში, ბრალის დადგენილებაში არ წერია, ვისგან და როდის შეიძინა იარაღი, რადგანაც მის დაცვის ქვეშ მყოფ პირს იარაღი არც შეუძენია და არც ვინმესთან ერთად უტარებია.

ადვოკატის განმარტებით, კავილაძე “პატიოსან ცხოვრებას ეწეოდა… კავილაძეს საკუთარი ბიზნესი აქვს თბილისში, ერთ-ერთ ბაზრობაზე”.

ამასთან, მისი თქმით, ბრალდებები, რაც ბრალდების მხრიდან ისმის, ზოგადად კავილაძის მიმართ, ბრალდების მხარის მიერ ნაწილობრივ გამოგონილია.

ამასთან, მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ კვარაცხელიას მკვლელობამდე არ უთვალთვალებდნენ.

დაცვის მხარეს სხდომაზე უპასუხა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ვიდრე კვარაცხელიას მკვლელობა მოხდებოდა მსჯავრდადებულებმა შეისწავლეს კვარაცხელიას გადაადგილების თითოეული დეტალი.

“შეისწავლეს კვარაცხელიას გადაადგილების დეტალები, როდის გამოდის, სად დადის, რით სუნთქვას, ვის ხვდება. შემდეგ ქირაობენ მანქანას და მორგებული აქვთ "პატიოსანი" იმიჯი, როგორც ამას ადვოკატი ამბობს”, - აცხადებს გია შაიშმელაშვილი.

მისივე თქმით, ბრალდებულებმა სროლაში მართლაც ივარჯიშეს.

“მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღით ნასროლი სამიზნე, ზედ ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება იყო. მათ ჯერ კარგად ივარჯიშეს და თურმე ეს ზღაპარი იყო? ეს არც ზღაპარი და არც ფანტაზიის უნარის წარმოსახვაა, ეს რეალობაა.

ვერ დავეთანხმები დაცვის მხარის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკანონოა. რატომაა უკანონო, იმის გამო, რომ მკვლელს მკვლელი უწოდა?! - მერამდენე ადამიანმა უნდა გითხრათ, რომ მათ ჩაიდინეს მკვლელობა. თავიდან იმას გეკითხებოდით, რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, ამ ყველაფერს დაემატა მეორე კითხვა - რატომ არის განაჩენი უკანონო? - ვინმემ მითხარით”, - განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მათ 17-17-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს