პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.
როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავდაცვის უწყებამ წარადგინა ინფორმაცია უწყების მიმდინარე და 2023 წლის შესყიდვების შესახებ.
„მადლობა მინდა ვუთხრა ნდობის ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად გამჭვირვალეა პროცესი ხელისუფლებაში”, - განაცხადა ბურჭულაძემ.