4 დეკემბერს ალერგიის წინააღდეგ ბრძოლის დღე აღნიშნება

მსოფლიოში 4 დეკემბერს სამედიცინო საზოგადოება ალერგიის წინააღდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 250 მილიონ ადამიანს სხვადასხვა სახის ალერგიული დაავადება აქვს, ხოლო 300 მილიონს ასთმა აწუხებს.

ალერგიასთან ბრძოლის დღე ორ წელიწადში ერთხელ აღნიშნება, რომლის დროსაც სხვადასხვა სამეცნიერო თუ საინფორმაციო ღონისძიებები იმართება.

2007 წლის 4 დეკემბერს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქრონიკული რესპირატორული დაავადებების გლობალურ ალიანსთან ერთად, ბანკოკში (ტაილანდი) ალერგიის მსოფლიო კონგრესზე მოაწყო პრეზენტაცია; - ”მსოფლიო ალერგია: ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენება”, რომელიც ამ ეტაპზე გლობალური პრობლემების მიმართ მიძღვნილი ერთადერთი დოკუმენტია.

ალერგიის შემდეგი მსოფლიო დღისადმი მძღვნილი მსოფლიო ალერგიის კონგრესი (ჭAჩ) 2009 წლის 6-10 დეკემბერს ბუენოს აირესში (არგენტინა) ჩატარდება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა