ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებით ხელისუფლებამ, კერძოდ კი იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებით ხელისუფლებამ, კერძოდ კი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ხელისუფლება სააკაშვილის უფლებებს არღვევს და მისი თანხმობის გარეშე კადრების გამოქვეყნება კატასტროფაა.

“გუშინდელი კადრების გასაჯაროებით, რაც არის საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ, იუსტიციის მინისტრის და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩართულია კადრების გასაჯაროებაში, ხელისუფლებამ, კერძოდ რატი ბრეგაძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს რეალურად არის მკვეთრი გამოხატულება იმისა, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის უფლებებს არღვევს, სახელმწიფო არღვევას ადამიანის პირადი სივრცის უფლებებს. მისი თანხმობის გარეშე რაიმე კადრის ან მისი ფარული თვალთვალის კადრების გამოქვეყნება კატასტროფაა და სისხლის სამართლის დანაშაულია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ასევე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ასახულია, რომ მიხეილ სააკაშვილს ისინი არ მკურნალობენ.

დღეს მიხეილ სააკაშვილი არის გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება არ ახორციელებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება, ეს არის კატასტროფა. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი უტიფრად საუბრობდა იმაზე, რომ არ არსებობს შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართონ - ეს არის მისი უფლებების დარღვევა. მათ პოლიტიკური შურისძიების გამო არ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე ჩართვა. მთელი ამ სისხლის სამართლის დანაშაულებრივი სქემის ავტორია საქართველოს ხელისუფლება და რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი