პაატა მანჯგალაძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის და თუ ყურად არ იღებს, ამას მოჰყვება კონკრეტულ ქმედით მექანიზმებში ასახვა

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის და თუ ყურად არ იღებს, ამას მოჰყვება კონკრეტულ ქმედით მექანიზმებში ასახვა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასა და მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეა საუბარი.

მისივე თქმით, ეს არის "ქართული ოცნების" გაფრთხილება, რომლის ქმედებებიც მოსკოვს ახარებს.

„რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავის სჯერა საქართველოს ხელისუფლების, რომ სააკაშვილს ისე ექცევა, როგორც ამბობს, მის მიმართ მიმდინარეობს წამება და კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა კადრებმა, რომ სააკაშვილი არის ძალიან ცუდად. გუშინდელი რეზოლუცია არის გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის და თუ არ იღებს ყურად, ამას მოჰყვება კონკრეტული ქმედით მექანიზმებში ასახვა, მათ შორის, ამერიკის ხაზინის ფინანსურმა დეპარტამენტმაც შეიძლება გაიზიაროს ეს რეკომენდაცია და დაადოს სანქციები ივანიშვილს. ეს არის გაფრთხილება "ქართული ოცნებისთვის", რომ დროზე მოეგოს გონს, შეწყვიტოს ანტიქართული ქმედებები, რადგან პოზიტიური სიგნალები მოსკოვში მიდის მხოლოდ საქართველოდან, მოსკოვს არსაიდან აქვს სასიხარულო ცნობები, ეს აქვს მხოლოდ საქართველოდან, ყველაფერს აკეთებს "ქართული ოცნება", რომ ასიამოვნოს პუტინს, რუსეთს. ის, რომ ხელისუფლება უპირისპირდება დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველო შეიძლება მოჰყვეს სანქციებში, არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, რომ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოკლას პოლიტიკური მიზნების გამო ვიღაცამ, ეს ახარებს მხოლოდ მოსკოვს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა