ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ღირსების უფლება არ დარღვეულა - თქვენ ნახეთ, 2-ოთახიანი პალატა, რომელშიც ის არის მოთავსებული, ნახეთ, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის ექიმებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა „ვივამედში“ გადაღებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებით მისი ღირსების დაცვის უფლება არ დარღვეულა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ რეაგირებს მიხეილ სააკაშვილი ამაზე.

„რაც შეეხება უფლებების დარღვევას, თქვენ ნახეთ ის 2-ოთახიანი პალატა, რომელშიც ის არის მოთავსებული. თქვენ ნახეთ, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის სამედიცინო პერსონალს. ეს არის 2012 წლის შემდგომი მდგომარეობა. ეს ამ კადრებში გამოჩნდა. 2012 წლამდე ან საკანი რას ჰგავდა ან საავადმყოფოს პალატა, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს. ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი იხსენებდა, რომ „დრენაჟით“ გადაიყვანეს საავადმყოფოდან ციხეში და თქვენ მელაპარაკებით ადამიანის უფლებებზე? ნახეთ, რა პირობებში არის პატიმარი, როგორ ექცევა ის სამედიცინო პერსონალს და როგორ ექცევა სამედიცინო პერსონალი მას. რა უფლებებზე ლაპარაკობთ?! რომ საუბრობთ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ელემენტარულად შეაფასეთ, სად არის დარღვევა და სად არ არის. ჩემზე კარგად ღირსების უფლება რას ნიშნავს, თქვენ არ იცით. მიხეილ სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის