ვლადიმერ პუტინი - რუსეთი გააფართოებს თანამშრომლობას ყველასთან, ვინც ამით დაინტერესებულია

რუსეთი პარტნიორებთან ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს და გააფართოებს ურთიერთობას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, სურს 2023 წლის ძირითადი ამოცანების განსაზღვრა, მათი გადაწყვეტა შესაძლებელს გახდის 2030 წლამდე დასახული ეროვნული მიზნების მიღწევისკენ წარმატებით სვლას.

„პირველი ამოცანა ეხება ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანას. ამისათვის ჩვენ მოვხსნით შეზღუდვებს ლოგისტიკასა და ფინანსებში“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული.

„ჩვენ ვაფართოებთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაფართოებას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული, ვისაც ნათლად ესმის, სად არის სხვების ინტერესები და სად არის მათი ეროვნული ინტერესები და რუსეთი ამყარებს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს ასეთ ქვეყნებთან", - აღნიშნა პუტინმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში