გიორგი რუხაძე - კობახიძეს მინდა ვუთხრა: როგორ შეიძლება, გინდოდეს ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კი ამბობდე, რომ „ჩალის ფასი აქვს“? - ეს ყველაფერი თავსებადი არ არის

პირველად საქართველოს ისტორიაში ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა, რომ საქართველო არის მიტაცებული სახელმწიფო, კონკრეტულ ადამიანს, ოლიგარქს მიტაცებული აქვს ამ სახელმწიფოს ინსტიტუტები. ეს არის ძალიან მკაცრი შეფასება, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი რუხაძემ განაცხადა, მიღებულ რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორი არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ვექტორს.

„პირდაპირაა ნათქვამი, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ხაზი თანხვედრაში მოიყვანოს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ხაზთან. რას ნიშნავს ეს? - რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ხაზი აცდენილია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ხაზს, უკრაინაზეა აქ ლაპარაკი, რაც ბუნებრივია მძიმე დარტყმაა ინტეგრაციის კონტექსტში.

როგორ შეიძლება შენი საგარეო ვექტორი გქონდეს რუსეთისკენ მიმართული, როდესაც ევროკავშირს თავისი ვექტორი მიმართული აქვს უკრაინისკენ, ეს სერიოზული პრობლემაა და პირველი შემთხვევაა, როცა ასე პირდაპირი მოწოდებაა. ამიტომაა ძალიან მძიმე რეზოლუცია“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ერთმანეთთან შეუთავსებელია გინდოდეს ევროინტეგრაცია და ამავე დროს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაზე ამბობდე, რომ „ჩალის ფასის აქვს“

„მე მინდა ვუთხრა კობახიძეს, რომ „სოციალისტების“, მათი ფრაქციის, ვისი წევრებიც თვითონ არიან, 22-მა კაცმა დაუჭირა მხარი ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ გადაყვანას ყველა ფრაქციის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. დღეს გამოვიდა კობახიძე და გაიმეორა ის სისულელე, რომ ჩალის ფასი აქვს რეზოლუციასო. როგორ შეიძლება შენ გინდოდეს ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ამბობდე, რომ ჩალის ფასი აქვსო, არ არის თავსებადი ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა