რამაზ საყვარელიძე - მიშას მოკვლის თემა და თეორია „ნაცებს“ სჭირდებათ

ვთხზავთ ლეგენდას, რომ ვიღაცას სჭირდება მიშას მოკვლა - მიშას მოკვლის თემა და თეორია სჭირდებათ „ნაცებს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოკვლით დაინტერესებული არ არის, რადგან უკვე გაუვნებელყოფილი ჰყავს.

ამასთან საყვარელიძის თქმით, „არცერთი წამით“ ეჭვი არ ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის.

„თუ ის ხაზი მიგყავს, რომ ჯანმრთელია, მაშინ „ციმციმ“ უნდა გაგეყვანა სასამართლოზე, დაბნეულობაა. აზრზე არ არიან, ერთ დღეს რას აკეთებენ და მეორე დღეს - რას იზამენ.

რაც შეეხება მიშას, ჩვენ გვახსოვს, რომ მიშა ემოციური ადამიანი ყოველთვის იყო და კრიზისული მომენტები ჰქონდა, იქ ძლიერი ცვლილებაც იყო - ჰალსტუხის შეჭმა, მანქანის ქვეშ შეხტომა, რეაქცია ჰქონდა საფრთხეზე და ახლა, ზის ადგილას, სადაც სულ საფრთხეა. იმ მიშადან გამომდინარე რაც ადრინდელი ვიცით, ვერ იქნება კარგად, დიდი სიმაღლეებიდან მოწყვეტით, ადამიანი თავის აშენებულ ციხეში მოხვდა და სიკვდილის იდეა, რომელიც წამოვიდა ბოლო ხანებში, წამოვიდა ძირითადად ახლობლებისგან, რომ იქნებ გადავარჩინოთ ამ იდეის გაძლიერებით და როგორც ჩანს, მიშამაც აიტაცა ეს იდეა და მის ხასიათში ესეც ზის, რომ რაღაც იდეას რომ აიტაცებს, მერე თვითონ სჯერა იმ იდეის, რასაც ამბობს.

სერიოზული პოლიტიკური პროცესია, შემთხვევით არ სხედან საშიმშილოდ, ეს ინფორმაცია მიდის ევროპისკენ, რომ პარლამენტარები შიმშილობენ. ეს უნიკალური მოვლენაა ევროპისთვის და პრეცედენტების პოვნა არ არის იოლი საქმე, ამიტომ ევროპელს ექნება ჩვეული რეაქცია, რომ რადგან პარლამენტარები შიმშილობენ, ე.ი. რაღაც ექსტრაორდინარული ხდება. ახლა ძირითადი ფრონტი, სადაც მიდის ქართული პოლიტიკის ბრძოლა, არის არა საქართველო, არამედ უცხოეთი და ელოდებიან დასავლეთში ამ ტალღების წამოწევას, რომელიც შემდეგ საქართველოზე იმოქმედებს.

ხელისუფლება მოკვლით დაინტერესებული არ არის, უკვე გაუვნებელყოფილი ჰყავს და პირიქით, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ თმის ღერი არ ჩამოვარდეს, რადგან მას დაჰბრალდება ყველაფერი. ასევე, არის ლაპარაკი, რომ რუსეთი აწვება ამ ვერსიას, მაგრამ რუსეთს თუ მოკვლა უნდა, ვიცით როგორ კლავს და თვალს არ ახამხამებს და ისიც ვიცით, რომ ნაყოფიები იქნებიან, თუ ვიღაც სხვები, ვინც რუსეთთან კავშირშია, მათ გამოყენებაზე წავა რუსეთი, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ არ იყენებს?! - არ სცალია ამისთვის რუსეთს დღეს, თორემ ყველაფრის გამკეთებელია და არც მიშა არ უშავებს ჯერ საიმისოდ არაფერს, რომ აქედან მიშა ემუქრებოდეს პუტინს. ამიტომ, ვთხზავთ ლეგენდას, რომ ვიღაცას სჭირდება მიშას მოკვლა - მიშას მოკვლის თემა და თეორია სჭირდება „ნაცებს“. ის, რომ მიშა ცუდად არის, ამაში ეჭვი არცერთი წამით არ მეპარება, უბრალოდ არის თუ არა ეს მდგომარეობა სიკვდილის პირას მდგომარეობა, ეს არ ვიცი“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო