ადვოკატი ზვიად კორძაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს

ადვოკატი ზვიად კორძაძე იმედოვნებს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ საქმეში არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შანსი იმისა, რომ პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

„ამ საქმეს სამართლებრივი მდგენელი არ გააჩნია, გამორიცხულია, შეუძლებელია, სიტყვა „დაზარალებულს“ პროკურორი პროცესზე ამბობდეს და ამ დროს, დაზარალებულად ცნობის დადგენილება არ იყოს. ასეთი რამ საერთოდ არ არსებობს. არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ადამიანს დაზარალებულად ცნობს ეს არის გამოძიებაში გამოტანილი დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე. ასეთი დადგენილება არ არსებობს. თვით პირველი ინსტანციის სასამართლოც კი, ამას ასე ამბობს - არ ჩამითვალოთ მე რომ ვიღაცას დაზარალებულად ვცნობ, მაგრამ მაინც ვცნობო. ანუ აბსურდი წარმოიშობა მაშინ, როცა გინდა შემოუარო სამართლებრივ ნორმებს. რაღაც გინდა, სამართალი არ გაძლევს ამის საშუალებას და იწყებ აბსურდის მტკიცებას, რისი ცალსახა მაგალითია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და რომლის გაგრძელებაც დღეს მოვისმინეთ. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამას არ გააკეთებს, აბსურდს გაასწორებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს“, - აცხადებს კორძაძე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო