ანა დოლიძე - საქართველოში გვაქვს საინფორმაციო ავტორიტარიზმი, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან მისი ობიექტი

პარტია ,,ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, მთელი ერი მოყოლილია საინფორმაციო ავტორიტარიზმში და ამის მეშვეობით ხელისუფლება მართავს ქვეყანას და ხალხს.

როგორც დოლიძე აცხადებს, საინფორმაციო ავტორიტარიზმის ობიექტი განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი არიან.

„საქართველოში ჩვენ გვაქვს საინფორმაციო ავტორიტარიზმი, ეს არის ავტორიტარიზმის ახალი ფორმა, რომელიც გულისხმობს ხელისუფლებაში ყოფნას და ხელისუფლებაში დარჩენას ინფორმაციის მართვის მეშვეობით. სააკაშვილი არის ამ საინფორმაციო ავტორიტარიზმის ძალიან წარმატებული ობიექტი. ნებსით თუ უნებლიეთ, საინფორმაციო ავტორიტარიზმის მეშვეობით ხელისუფლება მართავს ქვეყანას და ხალხს. ყველაზე მთავარი - ის არწმუნებს ხალხს, რომ კონკურენტზე უფრო კომპეტენტურია და ამ შემთხვევაში თვალში ამოყვანილი ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი. ამის მეშვეობით მთავარი მიზანი, რომელსაც „ოცნება“ აღწევს, მიშასთან მიმართებით კი არ არის, მთავარი მიზანი არის ჩვენთან და თქვენთან მიმართებით. ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომლის არსი არის, რომ მუდმივად ამით ვიყოთ დაკავებული. საინფორმაციო ავტორიტარიზმს აქვს ორი მხარე, ბიძინა და მიშა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ქართველი ხალხი ამ ტოლობაში საერთოდ არ არის“, - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა