რატი ბრეგაძე - ჩვენი საქმიანობა ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს - იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება

ჩვენი საქმიანობა ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს - იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მორიგი საგრანტო პროგრამა ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით.

ამასთან, ბრეგაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან საგრანტო საბჭოს გადაწყვეტილებით გამოვლინდა 17 საუკეთესო პროექტი, რომელთა განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, ჯამური დაფინანსება კი, 330 000 ლარს აჭარბებს.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სისტემატური ხასიათი მიიღო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე ანგარიშების წარდგენამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და საზოგადოებრივ ჯგუფში, რაც ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს – იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება.

გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დაიწყო საჯარო ლექციათა ციკლი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ წარმართული და მოგებული დავების შესახებ. ამ დროისთვის საჯარო ლექციები უკვე ჩატარდა ამბროლაურში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა