ირაკლი ზარქუა - შეიძლება ერთმანეთს პირადად რაღაც ზედმეტი ვუთხრათ, ვაკადროთ, ეს პოლიტიკაში „მოსულა“, მაგრამ ოჯახის და ბავშვების ხსენება ამაზრზენია

კი ბატონო, შეიძლება ერთმანეთს პირადად რაღაც ზედმეტი ვუთხრათ, ვაკადროთ, ეს პოლიტიკაში „მოსულა“, მაგრამ ოჯახის და ბავშვების სახელის ხსენება არის ამაზრზენი, მიუღებელი და ეს ყველამ უნდა იცოდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახისა და შვილების ხსენება არის წითელი ხაზი, რომელიც არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გადაკვეთოს.

„ყველას ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსიროს, მაგრამ როცა ოჯახის და ბავშვებს ხსენება მიუღებელი და დასაგმობია. ეს არის ის წითელი ხაზი, რაც არავინ არ უნდა გადავლახოთ. ეს მიუღებელია, ეს სამარცხვინოა და იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ, მათ შორის, იმ რადიკალურ ოპოზიციაშიც. კი ბატონო, შეიძლება, პირადად ერთმანეთს რაღაც ზედმეტი ვუთხრათ, ვაკადროთ, ეს „მოსულა“ პოლიტიკაში, მაგრამ ოჯახის და ბავშვების სახელის ხსენება არის ამაზრზენი, მიუღებელი და ეს უნდა იცოდეს ყველამ”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დეპუტატმა, ანა წითლიძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ".

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე