გიორგი ამილახვარის განცხადებით, პარლამენტში ოპონენტებმა „უბინძურესი პერფორმანსი“ დადგეს

უმრავლესობის წევრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს პარლამენტში ხელისუფლების ოპონენტებმა „უბინძურესი პერფორმანსი" დადგეს.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიციას არ აინტერესებს არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც ის, რეალურად რა ხდება მის ირგვლივ.

„მინდა შევაფასო ჩვენი ოპონენტების უბინძურესი პერფორმანსი. ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული კითხვები დაესვათ თქვენთვის, კიდევ ერთხელ თავის თავს ლუსტრაცია გაუკეთეს. ბუნებრივია, მათ არ აინტერესებთ არც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, არც რეალურად რა ხდება მის ირგვლივ. ერთადერთი, რითაც ახლა ერთმანეთში ქიშპობენ და კეკლუცობენ, არის შიდა საარჩევნო კამპანია, რომ თავიანთ მხარდამჭერებს დაუმტკიცონ ვინ უფრო ძლიერად დაიცავს მიშას. ეს იყო ამის ამბავი, თორემ დამსხდარიყვნენ, დაესვათ კითხვები, მგონი, ეს უფრო იქნებოდა მწვავე, კრიტიკული პოლიტიკური პროცესი“,-განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ „მინისტრის საათის“ ფარგლებში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მოსმენის დაწყებისთანავე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე კი ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები მიიტანეს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო ასახული. ასევე, ბანერებზე გაკეთებული იყო წარწერა „ნუ კლავთ!“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო