მამუკა მდინარაძე - 2012 წლის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურების დიდმა შრომამ მოიტანა შედეგი, რასაც საქართველოს და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება ჰქვია, რაც მისალოცი ამბავია

2012 წლის შემდეგ, შესაბამისი სტრუქტურების დიდმა შრომამ მოიტანა შედეგი, რასაც საქართველოს და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება ჰქვია და ეს არის მისალოცი ამბავი , - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადება, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.

მდინარაძის თქმით, რომ არა დიდი მუშაობა, შედეგი ვერ მიიღწეოდა, რადგან მტკიცებულებებთან მიმართებაში არც ერთი რეალური ნაბიჯი წინა ხელისუფლების დროს არ გადადგმულა.

„მაშინ, როდესაც პროკურორმა ჰააგის სასამართლოში საქმე დახურა, ბრალდებულები და ეჭვმიტანილები არიან ადამიანები, რომელთაგან არცერთი არ წარმოადგენს ქართულ სახელმწიფოს - არის რუსი ეროვნების გენერალი და სამი ოსი ეროვნების საერთაშორისო დამნაშავედ წოდებული ადამიანი, რომელთაც დაედოთ ბრალი. მხოლოდ მათი დადანაშაულება ნიშნავს იმას, რომ ქართულმა სახელმწიფომ ეს ბრძოლა, დიდი ომი უკვე საერთაშორისო სასამართლოში მოიგო და ეს არის მისალოცი ამბავი ქართული სახელმწიფოსათვის. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიტანა წვლილი ამაში - მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ვითომდა ებრძოდნენ რუსეთს, აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ რუსული საქმე ეკეთებინათ, როდესაც რეზოლუციაში ქართული მხარე და საკუთარი სამხედროები ჩვენი დელეგაციის მიერ დადანაშაულებული იქნა სამხედრო მოქმედებების დაწყებაში და იგივე რეზოლუციის შემდეგ პუნქტში რუსეთის შეტევა სამწუხაროდ, საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული.

„ნაციონალური მოძრაობის“, საქართველოს მტრული ხელისუფლების მიერ გადამალული იყო ისკანდერის ნაწილები და რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები, ისკანდერის ნაწილები ნანახი ვერ იქნებოდა. რომ არა დიდი მუშაობა, ჩვენ ამ შედეგს ვერ მივაღწევდით, რადგან არც ერთი რეალური ნაბიჯი მტკიცებულებებთან მიმართებაში წინა ხელისუფლების დროს გადადგმული არ იყო. ქართულმა სახელმწიფომ, 2012 წლის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურების დიდმა შრომამ მოიტანა შედეგი, რასაც საქართველოს და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება ჰქვია და ეს არის მისალოცი ამბავი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

როგორც კარიმ ხანი განმარტავს, კვლავაც აუცილებელი იქნება მისი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს