რატი ბრეგაძე - სააკაშვილზე სახელმწიფოს მიერ 1 წლის განმავლობაში 200 000 ლარამდეა დახარჯული

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 1 წელში სახელმწიფოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული, ზოგადად კი 1 პატიმარზე 17 400 ლარი იხარჯება.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"1 წლის განმავლობაში 200 000 ლარამდეა დახარჯული. 1 პატიმრის შენახვაზე დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება წელიწადში. სააკაშვილს რაც შეეხება, 200 000 ლარამდეა სახელმწიფოს მიერ დახარჯული“, - აღნიშნავს მინისტრი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო