ხათუნა სამნიძე - ძალიან საცოდავია ხელისუფლება, რომელიც ჩარჩება წარსულში და ვერაფრით იხედება წინ - როდესაც მინისტრი ისევ წარსულზე მელაპარაკება და თითს მიქნევს, მაშინ სად იყო?

ცოტა გაკლდათ, რომ ეკრანზე გაგეშვათ ეს ყველაფერი, რის გამოც ბევრი ჩემნაირი ადამიანი ქუჩაში გავედით იმ ღამეს, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა - ესეც ძალადობაა, რაც დღეს ტრიბუნიდან მინისტრმა იკადრა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან, წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებული ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმეზე, წამებისა და გაუპატიურების ფაქტების შესახებ ამონარიდის წაკითხვას.

სამნიძემ ბრეგაძეს მიმართა კითხვით, სად იყო იმ დროს, როდესაც აღნიშნული ფაქტების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას აპროტესტებდნენ.

„ძალიან საცოდავია ხლისუფლება, რომელიც ჩარჩება წარსულში და ვერაფრით ვერ იხედება წინ. ბატონი მინისტრი მოემზადა, წინასწარ ამოაბეჭდინა - ცოტა გაკლდათ, რომ ეკრანზე გაგეშვათ ეს ყველაფერი, რის გამოც ბევრი ჩემნაირი ადამიანი, იმ ღამეს, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, ქუჩაში გავედით. ჩემი 10 წლის შვილი სახლში გარედან ჩავკეტე, რომ აუცილებლად გავსულიყავი. მან მკითხა - დედა, ახლა რომ გააპროტესტებ, აღარ იქნება ძალადობაო? ვერ ვუპასუხე, რადგან ესეც ძალადობაა, რაც დღეს მინისტრმა იკადრა ტრიბუნიდან. საცოდაობაა, რომ როდესაც ასეთი რეაქცია გვაქვს იმაზე, რაც ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი, ფარისევლობას და ქულების დაწერას არქმევთ, ბატონო სპიკერო. ფარისევლობა ისაა, რაც მინისტრმა გააკეთა. მაინტერესებს, სად იყო იმ დღეებში, რამე თუ თქვა და გააკეთა. არასდროს არავის ვეკითხები ხოლმე ამას, რადგან ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ როდესაც მინისტრი, რომელიც უფრო მაღლა უნდა იდგეს ამ ყველაფერზე, ამას კადრულობს და ისევ წარსულზე მელაპარაკება და თითს მიქნევს, სად იყო, როდესაც ნახევარი თბილისი გარეთ იყო და სასტიკი რეაქცია ჰქონდა. მაშინ რას აკეთებდით, თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა