რატი ბრეგაძე - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონსტიტუციური ვალდებულების ჩანაწერი გაჩნდა 2017 წელს - შესაბამისად, კითხვა -  არის თუ არა „ქართული ოცნება" ევროპული ძალა, არამიზანშეწონილია

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში განაცხადა, რომ ჩანაწერი ევროინტეგრაციის ვალდებულების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა 2017 წელს, სწორედ „ქართული ოცნების" მმართველობის დროს.

მისი თქმით, კითხვა, არის თუ არა „ქართული ოცნება" ევროპული ძალა, არამიზანშეწონილია.

„პირველი კონსტიტუცია, სადაც გაჩნდა ჩანაწერი და შემდეგში ეს მიიღო პარლამენტმა. ჩანაწერის თანახმადაც, ყველა კონსტიტუციური ორგანო არის ვალდებული, მიიღოს ყველა შესაბამისი ღონისძიება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. გაჩნდა კონსტიტუციური ვალდებულება და როდის გაჩნდა? - გაჩნდა 2017 წელს, როდესაც ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდა. შესაბამისად, რაიმე სახის კითხვა იმის შესახებ – არის თუ არა „ქართული ოცნება" ევროპული ძალა და ევროპაზე ორიენტირებული, ვფიქრობ, არამიზანშეწონილია. თუნდაც, ეს ერთი კონსტიტუციური ჩანაწერი პასუხობს ყველა კითხვას. ასევე, როდის გაფორმდა ასოცირების შეთანხმება? პასუხი: „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს; ვის დროს მიენიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა? ვფიქრობ, მხოლოდ თარიღები პასუხობს ყველა იმ კითხვას, რომლებიც იყო დასმული", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო