რატი ბრეგაძე - დაპირება რომ გადავდგამდით ნაბიჯებს დიასპორისათვის, შესრულებულია

დაპირება რომ გადავდგამდით ნაბიჯებს დიასპორისათვის, შესრულებულია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის 1 მაისიდან მნიშვნელოვნად შემცირდა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად დაწესებული საზღაური.

„წელს მოხდა პასპორტების, ასევე პირადობის მოწმობების და საერთოდ ყველა სერვისის საფასურის გათანაბრება დიასპორისთვის. მაგალითად, თუ ადრე დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტი ღირდა სამჯერ ძვირი, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე ანალოგიურ მომსახურებას იღებს ერთი და იმავე ფასად. ვფიქრობ, ეს არის პროექტი, რომელიც დიასპორას ნამდვილად გამოადგება და მოხარული ვარ, რომ დიასპორა ამ გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი იყო. შარშან პარლამენტში ვიყავი მოსული, გავეცი პირობა, რომ აუცილებლად გადავდგამდი ნაბიჯებს დიასპორის მიმართულებით. ეს პირობაც შესრულებულია", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა