რატი ბრეგაძე - ახალი საკანონმდებლო ინიციატივის - გადაადგილების შეზღუდვის შესახებ - ცვლილებების განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შემცირდეს პატიმრების რაოდენობა

ცვლილებების განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შემცირდეს პატიმრების რაოდენობა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის, პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ბრალდების ეტაპზე აღკვეთის ახალი ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოღებას უკავშირდება.

მისი თქმით, ვისაც ეკუთვნის პენიტენციური დაწესებულების დატოვება, მან ნამდვილად უნდა დატოვოს.

„პარლამენტის მხარდაჭერით, შესაბამისი თანხები გათვალისწინებულია იმისთვის, რომ დამატებით იყოს შეძენილი ეს სპეციალური სამაჯურები, რათა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყოს, რაც შეიძლება ნაკლებად პატიმრობის ღონისძიებები და ადამიანებს შეეძლოთ, რომ იმყოფებოდნენ სახლში. იმ შემთხვევაში, ბუნებრივია, სადაც შესაბამისი რისკები არ იქნება მაღალი დოზით წარმოდგენილი, როდესაც აუცილებელი იქნება, რომ ადამიანი იყოს საზოგადოებისგან იზოლირებული იმისთვის, რომ არ იყოს საფრთხე იმისა, რომ მოწმეებზე მოხდეს ზეწოლა, ან ადამიანმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და ა.შ. ამ ცვლილებების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შემცირდეს პატიმრების რაოდენობა. ასევე, ეს რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, რომელიც სცდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს. და, რა თქმა უნდა, ბატონო სოზარ, აქ კიდევ თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები, ჩართული არიან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ვისაც ეკუთვნის მან ნამდვილად დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, - განცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა