ბაჩო დოლიძე - ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს  - ბრძოლას ექნება მრავალმხრივი განვითარება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ბაჩო დოლიძის განცხადებით, თუ 22 დეკემბერს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

როგორც მან “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არამარტო ერთი პარტიის, არამედ საზოგადოების პრობლემაა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბრძოლას მრავალმხრივი განვითარება ექნება.

„ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს იმისთვის, რომ გავიდეთ კონკრეტულ რეზულტატზე და კონკრეტული რეზულტატია ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ მოკვდეს.

ჩვენ ხალხს მივაწვდით ინფორმაციას სწორ დროს, სწორ ფორმაში და სწორ საათში - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმპულსური გადაწყვეტილებები არის ის, რაც აწყობს „ქართულ ოცნებას“, მე მესმის, რომ ემოციურად ყველა ელოდება იმ მომენტში, მაგრამ მეგობრებო, ჩვენ ვებრძვით ძალიან ვერაგ მტერს. მინდა მოვიკითხო ჩვენი მეგობრები, რომლებმაც გადაწყვიტეს მძიმე ნაბიჯზე წასვლა (შიმშილობა) და ძალიან პატრიოტი ადამიანები არიან, ძალიან გულწრფელები არიან და თავისი ჯანმრთელობის ფასად შესულები არიან იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს ნამდვილად არ არის იმპულსური ნაბიჯი. პროტესტს ექნება სხვადასხვა ფორმა.

მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, რადგან შეიძლება ჩემს მიერ დაანონსებულმა განცხადებამ ხელი შეუშალოს კონკრეტული გეგმების შესრულებას, რადგან მტერს არ სძინავს. ამ ბრძოლას ექნება მრავალმხრივი განვითარება და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ჩვენ ვართ ორიენტირებულები რეზულტატზე და არა იმაზე თუ რამდენი კაცი იშიმშილებს, ან ვინ როდის დატოვებს მანდატს - ჩვენი მთავარი ამოცანაა რეზულტატის მიღწევა, რაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, გადაყვანა და ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაა და ამაზე საუბრობს არამარტო „ნაციონალური მოძრაობა“, ამაზე საუბრობს მთელი ცივილური სამყარო, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს ადგილი აქვს პოლიტიკურ ვენდეტას, რომ ერთ ძალიან მდიდარ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს მოკლას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

22 დეკემბერს ველოდებით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენთვის, ეს იქნება კონკრეტული სიგნალი თუ რა მოქმედებებზე გადავალთ ჩვენ. ჩვენი ყოველი მოქმედება დამოკიდებული იქნება ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო