შალვა პაპუაშვილი - დარბაზი, სადაც ოპოზიციური ფლანგი აბსოლუტურად ცარიელია და არცერთი ჯგუფი წარმოდგენილი არ არის, რომ ჰიმნი მოისმინოს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას

სამწუხაროდ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი, სადაც ოპოზიციური ფლანგი აბსოლუტურად ცარიელია და არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი წარმოდგენილი არ არის, რომ სახელმწიფო ჰიმნი მოისმინოს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და უპატივცემულობას სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, უპატივცემულობას სახელმწიფოს სიმბოლოების მიმართ და ჯამში, უპატივცემულობას სახელწიფოს მიმართ! - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საშემოდგომო სესიის დახურვისას გააკეთა.

პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პლენარული სხდომის ბოლომდე, რის შემდეგაც საშემოდგომო სესია უნდა დახურულიყო, დარბაზში ოპოზიციიდან არც ერთი დეპუტატი არ დარჩა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკურ ჯგუფების დაბალ პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა.

“დღეს საშემოდგომო სესიას ვხურავთ. ამ მხრივ განსაკუთრებით სამწუხარო სანახავია, რომ ოპოზიციური ფლანგი მთლიანად ცარიელია. დღეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება და არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი ამ ჰიმნს ამ დარბაზში არ მოისმენს. ჩვენ მათგან ხშირად გვსმენია პრეტეზიები ხელისუფლების გაზიარებაზე, ძალაუფლების გაზიარებაზე. ძალაუფლების მიღებასა და გაზიარებას პასუხისმგებლობა სჭირდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწფო ჰიმნის შესრულებით დაიხურა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. საგაზაფხულო სესია კი თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა