იაგო ხვიჩია - ხალხმა გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილი წავიდეს თუ არა საზღვარგარეთ სამკურნალოდ - მინდა ამას მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰქონდეს და თუ ოპოზიციაში შევთანხმდებით, შევიტანოთ კანონპროექტი

„გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ესაუბრა და იდეა მათთვის მიუღებელი არ ყოფილა.

ხვიჩიას შეფასებით, მართლმსაჯულებაში ხალხის ჩართულობა ცივილური ფორმაა.

„მღელვარებას იწვევს, რომ სასამართლოს არ ვენდობით. ვიცით, რომ ვიღაც ადამიანი უკანონო პატიმარია, გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს. ვფიქრობდით, ჩვენ როგორ გადავწყვეტდით ამ ამოცანას - ალბათ ეს არის ის, რომ პროცესიდან გავიდეთ და ვთქვათ, რომ ხალხმა გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილი წავიდეს თუ არა საზღვარგარეთ სამკურნალოდ და რაღაც თვალსაზრისით მიშასთვისაც ხომ რეაბილიტაციის საშუალებაა. თუ ის შეძლებს და დაარწმუნებს უმრავლესობას, რომ არ იმსახურებს ციხეში ჯდომას, თუ ბოდიშია მოსახდელი მოიხდის და თვითონ ნახავს რა იმუშავებს. მეორეს მხრივ, განსაცდელია მისთვისაც, მართლა, რომ ჩასვას ამ ხალხმა, ხომ ვერ იყვირებს, ხომ მართლა ჩასასმელი გამოდიხარ ?! ამიტომ სერიოზულად საფიქრალია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი წლები გადაივლის და გაირკვევა მიხეილ სააკაშვილის ბრძოლის გზა წარმატებულია თუ არ არის წარმატებული და საბოლოო ჯამში მართლა დადგება ლეგიტიმაციის საკითხი, როგორ გავარკვიოთ მიშა რამდენი წელი უნდა იჯდეს ციხეში, ან საერთოდ უნდა იჯდეს თუ არა, ვინმემ დადოს უკეთესი ლეგიტიმური გზა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ველაპარაკე ამასთან დაკავშირებით და არავისთვის არ ყოფილა მიუღებელი. მე თუ საჭირო გახდა შევხვდები კიდეც მიხეილ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით და თუ ამაზე ოპოზიციაში შევთანხმდებით შევიტანოთ კანონპროექტი და მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰქონდეს ამ კანონპროექტს.

მე არ მჯერა, რომ საქართველოში პატიმრის დამამცირებელი კადრების გამოქვეყნება, სიმპათიას აღძრავდეს გამომქვეყნებლის მიმართ. საზოგადოება რომ დაამშვიდო, ამ თვალსაზრისით შეიძლება რამე გამოაქვეყნო, მაგრამ შენ რომ აქვეყნებ ამის მიღმა, რომ მაგალითად, ეჩხუბება მედია პერსონალს, განერვიულებული ადამიანი ვიღაცას ეჩხუბება, რომელიც ზის ციხეში - ვის უკვირს ციხეში ბადრაგთან კამათი?! ეს ხომ არ შეიძლება რამის მაჩვენებელი იყოს?! ამიტომ გადაფარვა იმის, რომ მიხელ სააკაშვილს არ აძლევ საშუალებას პროცესს დაესწროს ამით ვერ მოხდება და პირიქით, ჩემი აზრით მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა მოეწყოს ისე, რომ იმდენად საჯარო იყოს, რომ ყველა ადამიანს შეეძლოს პრეტენზიის დაფიქსირება, თუ მართლა ღელავ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილ რაღაცებზე და მართლა შურისძიებაზე არ ღელავ.

ჩვენი იდეა სახალხო სამსჯავროსთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ მიმაჩნია სწორი, რომ ხშირად ამბობენ ერთი პარტიის მომხრეებიც და მეორე პარტიის მომხრეებიც, რომ მიხეილ სააკაშვილი ხალხში რომ გავიდეს, ჩაქოლავენ. მართლმსაჯულებაში ხალხის ჩართულობა ცივილური ფორმაა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა