მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის სამინისტრო პრაქტიკულად ყველა იმ რეფორმის შემოქმედია, რომელიც ბოლო 10 წელია აუმჯობესებს ადამიანის უფლებების სტანდარტებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის ანგარიშზე საუბრისას კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციის ნაწილის ქმედებები "მინისტრის საათის" ფორმატში და აღნიშნა, რომ ოპოზიციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ არ სცალია და არც დისკუსიაში მონაწილეობის რესურსი გააჩნია.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო პრაქტიკულად ყველა იმ რეფორმის შემოქმედია, რომელიც ბოლო 10 წელია აუმჯობესებს ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

„მართლაც უცნაური დღე იყო. არც ერთი ლოგიკით და არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის ის, რასაც ოპოზიციის მხრიდან შემოთავაზებულს ვადევნებთ თვალს - დაწყებული ქალბატონი დეკანოიძის გამოსვლიდან, გაგრძელებული იმ უგვანი პერფორმანსით, რომელიც ვიხილეთ, შემდეგ დარბაზის დატოვებით და ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებით. "მინისტრის საათის" ფუნქცია არის სრულიად სხვა რამ. აქ არ შეიძლება საუბარი იმაზე, რაზეც გაგვეხარდება. ეს არის სამთავრობო გეგმის შესრულებაზე მინისტრის მოხსენება და ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს მსჯელობა, მაგრამ ოპოზიციას არ სცალია ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ. ამისთვის ისინი ვერ იცლიან. უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ დღის წესრიგში და ვითომ მოკიდეს ხელი ამ საკითხსაც და ამასთან დაკავშირებითაც სადისკუსიოდ ისინი დარბაზში არ იმყოფებიან. გარდა ერთი უბრალო ზედაპირული შეფასებისა არაფერი შემოუთავაზებიათ. მათ რეალურად არ აქვთ არგუმენტი, დისკუსიაში გამოყოლის არავითარი უნარი და იოტისოდენა რესურსი იმიტომ, რომ რა მიმართულებითაც ოდნავ გაღრმავდება დისკუსია, იმ წამს აღმოაჩენენ, რომ ისინი მარცხდებიან. ამიტომ, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ სინამდვილეში ჰქვია ოპოზიციის გაქცევა საკითხიდან", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა