არჩილ თალაკვაძე - საქართველომ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია - გამოცანად არავისთვის რჩება, ვის ინტერესებში შედიოდა ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება და ანტიევროპულად წარმოჩინება - ოპოზიციას მოუწევს თავი იმართლოს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის თაობაზე, ისტორიულია.

როგორც თალაკვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტში მონაწილეობით, საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში ევროპის და ევროატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საიმედო მოკავშირეა.

„ეს პროექტი აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს და ძლიერ იმპულსს აძლევს ეკონომიკას, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ინვესტიციებზეც. ამის პარალელურად, პრემიერ-მინისტრის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ახალი ენერგეტიკული პროექტების გაშვება ქვეყანაში და ანაკლიის პორტის მშენებლობის რესტარტი - ხელახლა ინიცირება.

ევროკავშირთან ენერგიის მიწოდების პროექტის ხელმოწერამ, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა - პასუხი გასცა ჩვენი ოპონენტების დაუფარავ აგრესიას და უსაფუძვლო კრიტიკას. მეტიც - შეიძლება უკვე ითქვას, რომ ოპონენტების ეს პოლიტიკური თავდასხმები საქართველოზე და ჩვენს ხელისუფლებაზე, მიმართული იყო სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის და ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, გამოცანად არავისთვის რჩება, თუ ვის ინტერესებში შედიოდა საქართველოს რეპუტაციის დაზიანება და ანტიევროპულად წარმოჩინება. ოპოზიციას მოუწევს თავი იმართლოს ამის გამო.

საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!“- წერს არჩილ თალაკვაძე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი