სალომე ზურაბიშვილი- „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს - ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება

საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„მივესალმები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში გაიმართა.

შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ხელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.

დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ეფუძნება, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო