ელენე ხოშტარია - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა - მსოფლიო აღიარებს, რომ 2008 წელს რუსეთი იყო დამნაშავე

ყველა ქართველს, ყველა დევნილს, ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრს, ჩვენი გმირების ოჯახის წევრს, მათ შორის, დღეს უკრაინაში გარდაცვლილების, ყველას მინდა მივულოცო ის, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგა და მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ 2008 წელსაც რუსეთი იყო თავიდან ბოლომდე დამნაშავე საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე,- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმ, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა.

„სამშვიდობოების ეპიზოდში და ცხინვალის ეპიზოდშიც საქართველოს არანაირი ბრალეულობა არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ ერთად მოგვახვიეს თავს, არის უბრალოდ დამსხვრეული.

ამასთან, ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ დაიწყებს იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პოლიტიკურად და სამართლებრივად, რომელიც გამომდინარეობს ამ გადაწყვეტილებიდან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ იმისთვის, რომ ამ პარადიგმაში მთლიანად ჩვენი ქვეყანა ჩაჯდეს და ვიმუშაოთ, მაგრამ მათ მოცილებამდე ჩვენ ვაპირებთ ვიპოვოთ პარტნიორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშაოთ. ერთი ადამიანი უკვე გარდაცვლილია, დანარჩენი ორი უნდა საერთაშორისო სანქციებით უნდა დაისაჯოს და უნდა იყოს გამოწერილი ორდერი მათ დაკავებასთან დაკავშირებით. ასევე, რეპარაციებთან, ანაზღაურებასთან დაკავშირებით ეს შეიძლება იყოს გრძელი პროცესი, მაგრამ დღეს ყველანაირი კონტექსტი შექმნილია, რომ ეს ასე მოხდეს. ამასთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, იქნება ეს ევროსაბჭო თუ გაერო, კონკრეტული რეზოლუციები უნდა დააინიცირონ, ჩვენ უნდა ვნახოთ მეგობრები, რომლებიც ამას გააკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამყარდეს ეს ახალი რეალობა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას”,- აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო