მამუკა ხაზარაძე - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ანაკლიის პორტზე მოწყვეტილია რეალობას და პროექტი, რომელიც მათ დააანონსეს, განწირულია მარცხისთვის

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება რეალობას არის მოწყვეტილი და პროექტი, რომელიც მთავრობამ დააანონსა, მარცხისთვის არის განწირული.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლებას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია.

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, არის ტყუილი, რომელშიც ჩვენ გვაცხოვრებენ. ეს ეხება ანაკლიას, იმ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ვითომ ქვეყანაში იქმნება, ვითომ ეკონომიკურ ზრდას. სინამდვილეში, ქვეყანა და რეალური ცხოვრება არის სხვაგან. ადამიანების მოთხოვნილება და გაჭირვება არის სხვაგან და ხელისუფლება სხვა პროპაგანდას გვახვევს თავს.

სამწუხაროდ, უკვე მესამე წელია, ხელისუფლებას ამ პროექტის განხორციელებისთვის არაფერი გაუკეთებია, ეს არს ცრუ დაპირებები, ადამიანების მოტყუება, ის დროს როცა ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფი მოქმედებებით ქვეყანა გავხადოთ მართლა კვანძი, მართლა მიზიდულობის ცენტრი და ამის ნომერ პირველი ნაბიჯი, მთელი გადაჭარბების გარეშე, არის ანაკლია და ქალაქი ანაკლიის მშენებლობა. მისი [ირაკლი ღარიბაშვილის] განცხადება მოწყვეტილია რეალობას და ეს პროექტი, რომელიც მათ დააანონსეს, განწირულია მარცხისთვის“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა